ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი გამართლება არ აქვს

გუშინ ღამით, ხარკოვის რეგიონში სამგზავრო მატარებელზე, რომელიც ჩოპ-ხარკოვი-ბარვინკოვეს რეისს ასრულებდა, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდასხმას ეხმიანება და ამბობს, რომ მატარებლის ვაგონში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას არანაირი სამხედრო გამართლება არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

„ნებისმიერ ქვეყანაში, სამოქალაქო მატარებელზე დრონის თავდასხმა – წმინდა ტერორისტულ აქტად ჩაითვლებოდა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რასაც აკეთებს.

„რუსებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს მკვლელობის, ტერორის შესაძლებლობა. ისინი ინვესტიციას დებენ ტერორის პროგრესში. ჩვენი ამოცანა და ეს უნდა აერთიანებდეს მსოფლიოს ყველა წესიერ ადამიანს, არის სიცოცხლის დაცვის სფეროში პროგრესის უზრუნველყოფა. ეს შესაძლებელია რუსეთზე ზეწოლით. ეს შესაძლებელია რუსეთის დასჯით მისი ქმედებებისთვის, ეს შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არ დუმს, როდესაც ხედავს, თუ რას აკეთებენ რუსი ტერორისტები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • No Comments
  • იანვარი 28, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *