ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უახლოეს მომავალში ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უახლოეს მომავალში ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უახლოეს მომავალში მაღალი დონის შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი ინფორმაციით, აშშ-სთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, ამერიკულ მხარესთან კონტაქტი ჰქონდა და ტრამპთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება მიღწეულია.

„არცერთ დღეს არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე – პრეზიდენტ ტრამპთან ერთად უახლოეს მომავალში, ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!“- წერს ზელენსკი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 26, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *