ვოლოდიმირ ზელენსკი – სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო
By

ვოლოდიმირ ზელენსკი – სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო

„ამ დროისთვის არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსები ომის დასრულებისთვის ემზადებიან“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმაზე წერს.
„ეს ომი უნდა დასრულდეს. სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად რუსეთზე ზეწოლაა საჭირო. რუსეთის მიერ მოტყუების თავიდან ასაცილებლად, უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილების გამოყენება უნდა მოხდეს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან 30-ზე მეტი საუბარი გამართა, რომელთაც „განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ საერთო ხედვები აქვთ“.
„უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის საერთო ძალისხმევას, რომელთაც მშვიდობა სურთ, ნამდვილად შეუძლია რუსეთი აიძულოს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავა, სადაც გერმანიის კანცლერთან ფრიდრიხ მერცთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან დაგეგმილ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *