ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა პარტნიორმა ერთად უნდა გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა
„რუსების მიერ ოდესაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა 16 დაშავდა. დაღუპულებს შორის 2 წლის ბავშვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი შენობები, საბავშვო ბაღი და რაიონული ელექტროქვესადგური, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ზელენსკის ინფორმაციით, ენერგოინფრასტრუქტურა დაზარალდა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის და დნეპრის ოლქებშიც. საერთო ჯამში, ღამით რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 140-ზე მეტი დრონი გაუშვეს, აქედან 80-მდე „შაჰედის“ ტიპის იყო. „ეს მხოლოდ ნაწილია იმისა, რასაც ჩვენი ხალხი ყოველდღიურად განიცდის. გასული კვირის განმავლობაში 2 800-ზე მეტი დრონი, 1 350 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 40-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს. ამჟამად, ყველა პარტნიორმა ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა, რათა დრონებისა და რაკეტების ჩაჭრის მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. ეს ყოველდღიური ძალისხმევაა ყველასთვის და არა მხოლოდ უკრაინისთვის, რადგან მომარაგებით, ჩვენთვის მხარდაჭერითა და ერთობლივი მუშაობით, ჩვენი პარტნიორები საკუთარ თავსაც ეხმარებიან. რუსეთს გაჩერების განზრახვა არ აქვს“, – აცხადებს ზელენსკი.