ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია
By

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ჩინეთს რომ სურდეს უკრაინაში ომის დასრულება, ის რუსეთს ამის გაკეთებას აიძულებდა.

„აქ არის წარმოდგენილი ჩინეთი. ეს ძლიერი სახელმწიფოა, რომელზეც რუსეთი მთლიანადაა დამოკიდებული. ჩინეთს რომ მართლაც ნდომებოდა ამ ომის დასრულება, ის აიძულებდა რუსეთს შეეწყვიტა შეჭრა. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, მაგრამ ჩინეთი დუმს და განზეა გამდგარი მაშინ, როცა მას შეუძლია მშვიდობისთვის იმოქმედოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *