By
ვოლოდიმირ ზელენსკი – ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია
ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ შესაძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
„ცეცხლის შეწყვეტა ყველას გვჭირდება, მაგრამ რუსეთზე მეტი ზეწოლაა საჭირო. ომის დასასრულებლად პუტინზე ზეწოლა გვჭირდება. ზეწოლა სანქციებს, შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებასა და თავდაცვის სისტემებს გულისხმობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკული სანქციები. ეს კარგი გზავნილია სხვა ქვეყნებისთვის, რომ სანქციებს შეუერთდნენ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, „ტერიტორიული დათმობები არ იქნება“.