ვროცლავიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი შეხვდა
By

ვროცლავიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი შეხვდა

აჭარის საჯარო სკოლების მასწავლებლები სამუშაო ვიზიტით ქვემო სილეზიაში, ქალაქ ვროცლავში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პედაგოგები  ვროცლავის საჯარო სკოლებსა და მასწავლებელთა მომზადების ცენტრს ეწვივნენ, სადაც ადგილობრივ კოლეგებთან ერთად,  სწავლების თანამედროვე მიდგომები განიხილეს და  სასწავლო პროცესს გაეცნენ. სასწავლო ვიზიტი  ასევე მოიცავდა მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს.

ვროცლავიდან დაბრუნებულ პედაგოგებს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი განათლების ფონდის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა მასწავლებელთა საქმიანობის მხარდამჭერი პროექტების მნიშვნელობას, მოისმინა მასწავლებელთა შთაბეჭდილებები, სამომავლო გეგმები და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.

აღნიშნული პროექტი აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად  აჭარის რეგიონის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ისახავს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *