By
ზამთარი შორს აღარაა
რამდენიმე დღის წინ ზაზა შავაძე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. მან აჭარის მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრები გამართა.ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს განყოფილების თანამშრომლებთან შეხვდრისას მიმდინარე სამუშაოები განიხილა. განსაკუთრებული ყურადღება ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დაუთმო.

– ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. დიდთოვლობასა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემოტევას ორგნიზებულად უნდა შევხვდეთ,- თქვა ზაზა შავაძემ.
ცოტნე ცაბაძე