ზამთრის ოლიმპიადაზე
By

ზამთრის ოლიმპიადაზე

იტალიაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე გუშინ ფიგურული მოციგურავეების დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. თავისუფალ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 118, 87 ქულა დაიმსახურეს, მანამდე საქართველოს წარმომადგენლებმა  რიტმულ ცეკვაში 77,15 ქულა მიიღეს. ორი პროგრამის ჯამში, საერთო ჩათვლაში, 196,2 ქულა დააგროვეს და ზამთრის ოლიმპიადა მე-13 ადგილზე დაასრულეს.

უნდა აღინიშნოს, რომ  ეს ოლიმპიადებზე სპორტული ცეკვების  კატეგორიაში საქართველოს მიერ დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

ამ კატეგორიაში ოლიმპიური ოქრო ფრანგმა ფიგურისტებმა დაისაკუთრეს, ვერცხლი ამერიკას ერგო, ბრინჯაო – კანადას.

ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა საქართველოს ისტორიაში  გუნდური ტურნირის ფინალში პირველად  იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც დებიუტანტი გუნდისთვის კარგი შედეგია.

ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები 22 თებერვალს დაიხურება. საქართველოს 8 სპორტსმენი სპორტის ორ სახეობაში ასპარეზობს – ფიგურულ ციგურაობასა და სამთო-სათხილამურო სპორტში.

ხვალ, 13 თებერვალს,  თავისუფალი პროგრამით ოლიმპიადის ყინულზე ნიკა ეგაძე გამოვა. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 85,11 ქულა დაიმსახურა და ჯერჯერობით, მე-15 ადგილზე იმყოფება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *