
ზამლეთის ცენტრი კეთილეწყობა
ზამლეთის ტერიტორიაზე ერთ დროს თემის ადმინისტრაციული შენობა, სხვა კულტურული და სამეურნეო ობიექტები იყო. თემის ადმინისტრაციის ელვაურზე გადასვლის შემდეგ, ტერიტორიას მზრუნველი ხელი მოაკლდა. მისასალმებელი იყო აქ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის გაკეთება. ერთ სიახლეს შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მეორე მოაყოლა – ადგილობრივი ბიუჯეტიდან 283 ათასი ლარი გამოიყო ზამლეთის ტერიტორიის მოსაწესრიგებლად.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზამლეთის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, გმირთა მემორიალს შეაკეთებენ, სკვერსა და გადმოსახედს გააკეთებენ, მოეწყობა გარე განათება და სველი წერტილები, ფილებით მოპირკეთდება კედლები, განთავსდება მანიშნებელი ბანერები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია.
ცოტნე ცაბაძე