„ზაფხულის ფესტივალი“ – ქობულეთში
By

„ზაფხულის ფესტივალი“ – ქობულეთში

20 ივლისს ქობულეთმა „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლა, რომელიც ქობულეთის ცენტრალურ პარკში გაიმართა. მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
ულამაზესი საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთულ საფესტივალო სივრცეში ღონისძიება კოსტიუმირებული მსვლელობითა და დრამების შოუთი გაიხსნა.

მუსიკალური პროგრამა 19:00 საათიდან ადგილობრივი ბენდების „პროექტი 33“, „Four up“, „ემოცია“ და „მელომანიაკი“ კონცერტით დაიწყო, მოგვიანებით კი სცენა MIX2ra“-ს, „ურსას“ და „კახაბერი და ხანუმებს“ დაეთმო.

„ზაფხულის ფესტივალი“ ქობულეთში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.

 

  • No Comments
  • ივლისი 21, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *