ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება
By

ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი იწყება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, მომდევნო დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ამბობს,რომ ზაფხულის ყველაზე ცხელი პერიოდი ძალებს იკრებს და მომდევნო კვირას ცხელი დღეები გველოდება.
„აფრიკული ანტიციკლონი, რომელიც ჩვენს ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში თითქმის უპრობლემოდ დომინირებდა, მომდევნო კვირაში საქართველოზე მოახდენს გავლენას. სეზონის ყველაზე ცხელი პერიოდი თვის ბოლო დღეებშია მოსალოდნელი, ტემპერატურული ფონი საკმაოდ მაღალი იქნება და როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია +40 გრადუსამდე მოიმატოს.
დასვენებისთვის იდეალური, მზიანი დღეებია მოსალოდნელი სანაპირო კურორტებზეც, სადაც მომდევნო კვირის შუა დღეებში ტემპერატურა +38 გრადუსამდე იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა ყველაზე კომფორტულია – 27-28 გრადუსი.
27-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში ნალექი ნაკლებადაა მოსალოდნელი. მშრალი მეტეო პირობების გავლენით, ტყეებში მომატებულია ხანძრის გაჩენის რისკი, გაუფრთხილდით გარემოს!
აქვე გეტყვით, რომ +40 გრადუსამდე ტემპერატურა სეზონის ამ პერიოდისთვის არის ნორმა!“, – წერს კობა ფარტენაძე.

  • No Comments
  • ივლისი 25, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *