
By
ზელენსკი დონალდ ტრამპთან საუბრით კმაყოფილია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას ძალიან კარგი საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ევროპელ ლიდერებთან მრავალმხრივი შეხვედრის წინ. სანამ შეხვედრა დაიწყებოდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში მივიდა, სადაც მას აშშ-ის პრეზიდენტი დახვდა და სალაპარაკოდ მიიწვია.
„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ტრამპთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, ჩვენ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე ვისაუბრეთ“, – განაცხადა მედიასთან საუბარში ზელენსკიმ.