ზელენსკი ევროკავშირის მადლობელია
By

ზელენსკი ევროკავშირის მადლობელია

„მადლობელი ვარ ევროკავშირის ყველა ლიდერის უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ რუსული აქტივები გაყინული დარჩეს.

„ეს მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომელიც ნამდვილად აძლიერებს ჩვენს მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ რუსული აქტივები იმობილიზებული დარჩეს და უკრაინამ მიიღოს ფინანსური უსაფრთხოების გარანტია მომდევნო წლებისთვის. მადლობა შედეგისთვის და ერთიანობისთვის. ერთად ვიცავთ ჩვენი კონტინენტის მომავალს“, – წერს ზელენსკი.

 

  • No Comments
  • დეკემბერი 19, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *