ზელენსკი: „პეკინს აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს“
By

ზელენსკი: „პეკინს აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს“

„ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, რომელზეც თანამედროვე რუსეთის ფედერაცია სრულად არის დამოკიდებული. პეკინს აქვს ძალა, აიძულოს მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩინეთს რომ ნამდვილად სურდეს ამ ომის დასრულება, მას შეუძლია მოსკოვი აიძულოს თავდასხმების შეჩერება. ჩინეთის გარეშე პუტინის რუსეთი არაფერია, მაგრამ ჩინეთი დუმს და გულგრილად მოქმედებს მშვიდობის დამყარების ნაცვლად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „პუტინს ეშინია უკრაინასა და მსოფლიოსთან პირისპირ  დგომის. ის მნიშვნელოვან ღონისძიებებზე აგზავნის დელეგაციებს, რომლებსაც არ შეუძლიათ და არ სურთ სისხლისღვრის შეჩერება.

აქ რუსეთის წარმომადგენელია, თუმცა, რა თქმა უნდა, მას არ აქვს  დელეგირებული უფლებები, მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები. ამ კაცს ეშინია ღიად განაცხადოს, რომ მხოლოდ ომი სურს“.

მისი თქმით, როდესაც პუტინი საზღვარგარეთ ჩადის – პეკინში თუ სხვაგან – ეს მხოლოდ მეტი მკვლელობებისთვის დროის მოსაგებად ხდება, ხალხს კი აჩვენებს, თითქოს დიპლომატია და მორიგება სურს.

  • No Comments
  • სექტემბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *