ზურაბ აბაშიძე: მე, საკრებულოს თავმჯდომარე – ყველას თავმჯდომარე ვარ
By

ზურაბ აბაშიძე: მე, საკრებულოს თავმჯდომარე – ყველას თავმჯდომარე ვარ

„მინდა მჯეროდეს და მწამდეს, რომ ჩვენ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას“, – ასე მიმართა თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი განცახებით, სამწუხაროა, რომ ბოლო წლები ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმში გაატარა და პრაქტიკულად, ისინი საკრებულოში წარმოდგენილი არ იყვნენ.

„მინდა მივესალმო ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს და ვუსურვო მათ წარმატებები საკრებულოს მუშაობაში. მინდა მჯეროდეს და მწამდეს, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. მე, საკრებულოს თავმჯდომარე – ყველას თავმჯდომარე ვარ. ოპოზიციამ ბოლო წლები ბოიკოტის რეჟიმში გაატარა და პრაქტიკულად ჩვენ მათ აქ ვერ ვხედავდით. შედეგიც სახეზეა – ჩვენ ვართ წარმოდგენილი საკრებულოს 45 წევრით და ოპოზიციის მხოლოდ 5 წევრია დღეს საკრებულოში წარმოდგენილი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *