ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია
By

ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებულია

აჭარის ტაეკვონდოს ნაკრების წევრმა ზურაბ კინწურაშვილმა გერმანიაში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე ყველა მეტოქე დაამარცხა და უნივერსიადის გამარჯვებული გახდა.

ზურაბი საქართველოს საუკეთესო სპორტსმენია, ის რამდენიმე ხნის წინ, 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში, დიდებში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გახდა. საქართველოს ტაეკვონდოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცა, რაც სასიხარულო ფაქტია.

ზურაბ კინწურაშვილი 2023 წლის ევროპული თამაშების გამარჯვებულია და ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონიცაა. მას დიდებში ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს აღებული, რაც ისტორიული შედეგია. მისი პირადი მწვრთნელია მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლის მწვრთნელი თემურ ღლონტი, რომელთანაც ამჟამად 40-მდე სპორტსმენი ვარჯიშობს. ის გასული წლის საუკეთესო მწვრთნელადაა დასახელებული.

როგორც თემურ ღლონტმა აღნიშნა, ოქტომბერში ჩინეთში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც ზურაბი საპრიზო ადგილისთვის იბრძოლებს.

– ზურაბი ძალიან მონდომებული, შრომისმოყვარე და მოწესრიგებული სპორტსმენია. სასიხარულოა, რომ მას ოჯახიც გვერდით უდგას, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს, – თქვა თემურ ღლონტმა.

აჭარის სპორტის დეპარტამენტი ულოცავს ზურაბს, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს იოსებ ოსიძესა და ზურაბის პირად მწვრთნელს თემურ ღლონტს უნივერსიადაზე გამარჯვებას და ახალ წარმატებებს უსურვებს.

მანანა ძიძიშვილი

 

 

 

  • No Comments
  • ივლისი 22, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *