
By
ზურაბ უსტიაშვილს ეძებენ
შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბის მკვიდრს, 85 წლის ზურაბ უსტიაშვილს მესამე დღეა ეძებენ. იგი თაგინურის მთაში დასასვენებლად იმყოფებოდა.
ზურაბ უსტიაშვილი კვირას, საღამოს საათებში გაუჩინარდა. მასზე გამოცხადებულია ძებნა. სამუშაოებში ჩართული არიან შესაბამისი სამსახურები.