ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
By

 ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 11 აგვისტომდე, საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა.
სინოპტიკოსების ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. საფრთხის დონე საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • აგვისტო 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *