„ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“
By

„ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“

მსოფლიო ბანკის World Bank „Bluening the Black Sea“ (BBSEA) პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) პარტნიორობით, ბათუმში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელიც შავი ზღვის დაბინძურების პრობლემებსა და მისი შემცირების გზებზე იყო ფოკუსირებული.

შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისთვის პროგრამის ,,შავი ზღვის გალურჯება“ (BBSEA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის – „ზღვის პლასტმასით დაბინძურების შემცირება საქართველოში“ ანგარიშის გაცნობა, ცოდნის გაზიარება, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტებისა და გამოწვევების, ასევე, სამომავლო გეგმების განსაზღვრა.

შეხვედრას ესწრებოდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე. როგორც მან აღნიშნა, „შავი ზღვის დაცვა საქართველოსთვის პრიორიტეტია. მსგავსი შეხვედრები გვაძლევს შესაძლებლობას მთავრობას, საერთაშორისო პარტნიორებსა და მუნიციპალიტეტებს, ერთობლივად შევიმუშაოთ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მნიშვნელოვნად შეამცირებს დაბინძურებას როგორც სანაპირო ზოლზე, ისე ადგილობრივ დონეზე“.
ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *