თავის დროზე რატომ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის კანდიდატურას „ქართულმა ოცნებამ“?
By

თავის დროზე რატომ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის კანდიდატურას „ქართულმა ოცნებამ“?

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ სახეცვლილებაზეც ისაუბრა:

„სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გუნდმა 2018 წელს მიიღო გადაწყვეტილება. თავიდან იგი დამოუკიდებლად მოქმედებდა, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა. 2019 წელს მას ერთი თვის ინტერვალით დაუსაქმეს ორივე შვილი Deep State-ის ჩარევით. ძალიან სწრაფი დაწინაურება მოხდა, როგორც ერთი, ისე მეორე ოჯახის წევრის და ამის შემდეგ შეიცვალა ჯერ რიტორიკა და უკვე 2021 წელს სრულად გამოავლინა საკუთარი თავი ზურაბიშვილმაც. პროცესები დაიწყო 2019 წლიდან. 2020 წელს იყო კოვიდი, ამიტომ მისი ჩართულობის ისეთი საჭიროება, როგორც ჩანს, არ იდგა, იქაც პასიურ რეჟიმში იყო  და ინარჩუნებდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსის იმიჯს, თუმცა 2021 წლიდან, როცა დაიწყო ეს ცნობილი ე.წ. მიშელის მოლაპარაკებები, შემდეგ შეთანხმება და ა.შ. უკვე შეცვალა თავიდან ბოლომდე საკუთარი დამოკიდებულება, პირდაპირ გაჰყვა დირექტივებს, რომლებიც მოდიოდა Deep State-ის, „გლობალური ომის პარტიის“ მხრიდან. ეს კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა 2022 წელს, რადგან პირდაპირ ჩაერთო ომის რიტორიკაში. როცა იმართებოდა კულუარული შეხვედრები, ისიც მხარს უჭერდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, სანქციების დაწესებას და ა.შ. ამ ყველაფრის ღია მხარდამჭერი იყო“.
მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დაუჭირა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას არჩევნებზე:
„რეალურად არჩევნებამდე დარჩენილი იყო დაახლოებით 1 თვე, როდესაც გამოიკვეთა, რომ მის იმიჯს ექმნებოდა სერიოზული პრობლემა სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, მისი განცხადებების გამო. ამიტომ, იქ უკვე, რეალურად, ძალიან რთული იყო კანდიდატურის შეცვლა, ანუ მის მაგივრად სხვა კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. ბუნებრივია, ასე ვერ მოვიქცეოდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი რომ გვეთქვა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე, პირდაპირ, ვაშაძე გახდებოდა პრეზიდენტი, ამას ვერ დავუშვებდით. დაგვიანებული იყო, როდესაც მან დაიწყო ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთება”.

  • No Comments
  • ივლისი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *