თაზო დათუნაშვილი: ჩვენი მოქალაქეების მთავარი გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა
By

თაზო დათუნაშვილი: ჩვენი მოქალაქეების მთავარი გამოწვევა ფასების კატასტროფული ზრდაა

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელი მდივან თაზო დათუნაშვილის განცხადების მიხედვით, 2025 წლის ოქტომბერში პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე 11.7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მოქალაქეებისთვის უკვე მძიმე ტვირთად იქცა.
თაზო დათუნაშვილი ამბობს, რომ არსებული ვითარებაში ხელისუფლების საუბარი „მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე“ და „მბრწყინავ ქვეყანაზე“ რეალობას აცდენილია:
„საახალწლო სუფრის შევსება საქართველოს მოქალაქეებს მძიმე ინფლაციის პირობებში მოუწევთ. ხალხის მთავარი პრობლემა დღეს ფასების კატასტროფული ზრდაა. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული 5.2%-იანი წლიური ინფლაცია ვერ აჩვენებს იმ რეალურ გაჭირვებას, რასაც ოჯახები ყოველდღიურად განიცდიან“.
მისივე ინფორმაციით,  2025 წლის ოქტომბერში სასურსათო პროდუქტებში 11,7%-იანი ინფლაციის პირობებში ფასები გაზრდილია: ხილი – 21%, ბოსტნეული – 19.4%, შაქარი – 17.2%, თევზეული – 16.9%, ზეთი – 13.9%, პური – 12.4%, რძე/ყველი/კვერცხი – 8.1% როგორც დათუნაშვილი ამბობს, ძირითადი პროდუქტების საერთო გაძვირება დაახლოებით 20%-ს უახლოვდება. მისივე ინფორმაციით, სურათის მიმართულებით  კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაა: „თუ ბოლო ათწლეულის მონაცემებს შევხედავთ: 2012 წლიდან დღემდე, აღნიშნულ კატეგორიებში ფასები 103%, 107%, 150%, ხოლო ზოგ შემთხვევაში – 200%-ითაც კი არის გაზრდილი. მძიმე მდგომარეობაა ჯანდაცვის მომსახურებაზეც: სამედიცინო მომსახურება – 9.3%-ით გაძვირდა, საავადმყოფოების ამბულატორიული მომსახურება – 9.2%-ით. ამ პირობებში საუბარი იმაზე, თითქოს ეკონომიკა მხოლოდ წინ მიდის და ქვეყანა ბრწყინავს, არის უტიფრობა და სიცრუე“, – აცხადებს „ძლიერი საქართველო – ლელოს“ აღმასრულებელი მდივნის თაზო დათუნაშვილი.

  • No Comments
  • ნოემბერი 27, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *