თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა
By

თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ტალიაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს – დაგეგმარების პოლიტიკის უფროს მრჩეველ ჯონათან ასკონასსა და სპეციალურ თანაშემწე ჩარლზ იოკის საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართულმა მხარემ კვლავ გამოხატა აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვისთვის მზაობა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლი და განიხილეს შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საუბარი შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას.

ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • თებერვალი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *