By
თამარ ხალვაშის პერსონალური გამოფენა გაიხსნა
აჭარის ხელოვნების მუზეუმის გალერეაში მოყვარული მხატვრის თამარ ხალვაშის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

თამარ ხალვაშმა 2004 წელს დაამთავრა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალის ფაკულტეტი სოლო სიმღერის სპეციალობით (პედაგოგი მურმან მახარაძე). შესრულებული აქვს მთავარი პარტიები ოპერებიდან: რახმანინოვი – „ალეკო“, მოცარტი – „დონ-ჟუანი“, „ფიგაროს ქორწინება“ და სხვა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ შექმნილი თექის ნამუშევრები. დამთვალიერებლებს ექსპოზიციის ნახვა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლებათ.
