თანადგომა – 6 ოჯახს
By

თანადგომა – 6 ოჯახს

ფონდმა „სიყვარულით ერთმანეთისთვის“ შუახევის მუნიციპალიტეტში მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებ ექვს ოჯახს გაუწია დახმარება.

თენგიზ და რევაზ ჭაღალიძეების, რევაზ ქარცივაძის, მამუკა ცენტერაძის, გენად და ლევან ქათამაძეების ოჯახებს პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.

– ჩვენი მიზანია მატერიალური და მორალური თანადგომა გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები აქვთ. მადლობა ჩვენს შემომწირველებს თანადგომისთვის, – აცხადებენ ფონდის ხელმძღვანელები.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • სექტემბერი 8, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *