
თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ხარისხიანი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
მთავრობის თავმჯდომარე მინისტრთან ერთად, ბათუმის ახალი სკოლის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. სკოლა ბათუმის ცენტრალურ ნაწილში შენდება და 1400 მოსწავლეზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და ფასადი და ინტერიერი კეთილეწყობა.
მთავრობის ინფორმაციით, აჭარაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
შეხვედრას ესწრებოდა და სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობს გაეცანი აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
გალერეა


