
By
თასი პატარებს დაუტოვეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლიანში, ლაშა შაინიძისა და ბაჩი ნაჩაიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა მინი ფეხბურთში. ტურნირის მონაწილეთა შორის იყო დაბა ხულოს გუნდი, რომელმაც გაიმარჯვა და თასს დაეუფლა.
გამარჯვებული გუნდის წევრებმა თასი სოფელში მცხოვრებ პატარებს დაუტოვეს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ხულოს გუნდს გულშემატკივრობდნენ.
თამაზ მგზავრიძე