თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად პარტია გიორგი შარაშიძეს განიხილავს
By

თბილისის მერობის ერთ-ერთ კანდიდატად პარტია გიორგი შარაშიძეს განიხილავს

 

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის რუსუდან თევზაძის განცხადებით, გრძელდება მოლაპარაკებები მერობის კანდიდატთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ კანდიდატად მათი გუნდის წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე  განიხილება. როგორც რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო“ ფართო საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე მუშაობს.
„გრძელდება საუბარი, მოლაპარაკებები. ძალიან საინტერესოა, რომ მიმდინარეობს ერთგვარი საველე კვლევა და ფართო საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე ვმუშაობთ. კითხვარს მივსდევთ, ვეკითხებით მოსახლეობას, ვინ არის მათთვის მისაღები. დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, მაგრამ ჯერ ნამდვილად არ არის შემოსაზღვრული და დადასტურებით ერთი კანდიდატი შერჩეული“, – აღნიშნა რუსუდან თევზაძემ

 

  • No Comments
  • აგვისტო 5, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *