19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
თეატრი კვლავ გვინიშნავს შეხვედრების დროს. . .
By

თეატრი კვლავ გვინიშნავს შეხვედრების დროს. . .

ნანა აბულაძე 577 20 35 90 –

29 სექტემბერს ბათუმის დრამატულ თეატრში 145-ე თეატრალური სეზონი ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლით „სოფელსა შინა“ გაიხსნება, რომელიც მან მიხეილ ჯავახიშვილის პიესის – „შერცხვენილნი“ მიხედვით დადგა.

როგორც თეატრის აფიშაზე ვკითხულობთ, ბათუმის დრამატული თეატრის რეპერტუარს ორი ახალი სპექტაკლი შეემატება. მაყურებელი 4, 5 და 6 ოქტომბერს რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილის სპექტაკლს „სახლი ღრუბლებში“ იხილავს, 11, 12 და 13 ოქტომბერს კი ბათუმის დრამატული თეატრი ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლზე „ბანკომატი“ გვეპატიჟება.

თეატრის რეპერტუარზე, მიზნებსა და პრიორიტეტებზე გაზეთი „აჭარა“ უახლოეს მომავალში მოგაწვდით ვრცელ ინფორმაციას.

  • No Comments
  • სექტემბერი 29, 2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *