19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
თეთრი სახლის პრესსპიკერი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი არასწორი მიმართულებით მიდის
By

თეთრი სახლის პრესსპიკერი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი არასწორი მიმართულებით მიდის

თეთრი სახლის პრესმდივან კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან უკრაინის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არასწორი მიმართულებით მოძრაობს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „როიტერსი“ ავრცელებს.

„პრეზიდენტი იმედგაცრუებულია. მისი მოთმინება იწურება. მას სურს, გააკეთოს ის, რაც სწორია მსოფლიოსთვის. მას სურს მშვიდობის დამყარება. მას სურს სიკვდილიანობის შეწყვეტა, მაგრამ ამისთვის ომის ორივე მხარე უნდა იყოს მზად. და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ზელენსკი, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით მიდის“, -განაცხადა ლევიტმა ბრიფინგზე.

  • No Comments
  • აპრილი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *