By
თელ – ავივში საქართველოს კურორტებსა და ტურისტულად საინტერესო ადგილებს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM 2026 მონაწილეობს. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან, ვიზიტიორებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ქართული პროდუქტები, ინფორმაცია მიიღონ საქართველოს კურორტებისა და ტურისტულად საინტერესო ადგილების შესახებ. ისრაელის ტურისტული გამოფენა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესია. IMTM 2026-ზე ვიზიტიორთა რაოდენობა 20 ათასს აჭარბებს.
გალერეა
