
By
თენგიზ მორჩილაძის ხსოვნას მიეძღვნა
მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის თენგიზ მორჩილაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღია პირველობა გაიმართა ფარიკაობაში.
ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში – ხმალსა და რაპირაში ჩატარდა.
წარმატებით იასპარეზეს აჭარის ნაკრების წევრებმა.
რაპირაში, იუნიორებში კარგად გამოვიდა ემილი მსხილაძე, რომელმაც პირველი ადგილი დაისაკუთრა, მეორეზე ელენე თურმანიძე გავიდა, რომელმაც კადეტებში, ასევე რაპირაში, მესამე ადგილი დაიკავა. იუნიორებში მესამე ადგილი დაისაკუთრა ხმალში ნინი ტუღუშმა.
მანანა ძიძიშვილი