
თენგიზ შარმანაშვილი – ჩვენ გამარჯვებისთვის ყველა მუნიციპალიტეტში ვემზადებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თენგიზ შარმანაშვილის განაცხადებით, მმართველი გუნდი ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება. მისივე თქმით, ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ჯერ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, მერე კი რევოლუციურ სცენარს შეუერთდება „ეს მათი გადალაგებებია, რომელიც კრახით დასრულდება“.
შარმანაშვილის მტკიცებით, ქართველი ხალხი „ასეთ მოთამაშეებს და ასეთ არასერიოზულ ხალხს მხარს არ დაუჭერს“ და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნებისმიერი გაერთიანება და ერთობა ყოველთვის ხელოვნური იყო.
„ისინი ერთმანეთს ვერ იტანენ, თანამშრომლობა არ შეუძლიათ. საპარლამენტო არჩევნების წინ უბრძანეს, მემორანდუმები მოიფიქრეს და ხელი მოაწერეს. როცა ერთად იყვნენ, ერთმანეთს მაშინაც ჭამდნენ. წარმოიდგინეთ, ესენი ერთად კოალიციურ მთავრობაში რომ იყვნენ, საქართველოში როგორი ქაოსი იქნებოდა? ამ ადამიანებს დიალოგის რესურსი არ აქვთ, არათუ ხელისუფლებასთან, არამედ ერთმანეთთან. მათი ინტელექტი ისეა მოწყობილი, რომ მუდმივად კონფლიქტების პროვოცირებით არიან დაკავებული. საქართველოში დესტაბილიზაციას სწორედ ასეთი ადამიანებით აპირებენ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.