18 C ბათუმი
Monday 23rd June 2025
By

თენგიზ ცერცვაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

ცეცილი ირემაძე: 27 48 93 – ინფექციური პათოლოგიებისა და შიდისის ცენტრის გენერალურ დირექტორ თენგიზ ცერცვაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. „ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს… მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ბატონ თენგიზს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ინფექციური საავადმყოფო ავრცელებს. თვითიზოლაციაშია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძეც. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.117-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 85.952-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68.929 ადამიანი (აქედან 3.638 – ბოლო 24 საათში), გარდაიცვალა – 778, კარანტინის რეჟიმშია 2.797, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.662 პაციენტია, ხოლო კოვიდ-სასტუმროებში 3.351 ადამიანი იმყოფება. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე განახლდა.]]>

  • No Comments
  • ნოემბერი 17, 2020

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *