თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება
By

თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება.

სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში – ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰექტარი ტერიტორია დაამუშავეს, მობილიზებული იყო 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში ინტენსიურად ახორციელებენ წერტილოვან შეწამვლას ცივი შესხურებით.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.

ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის წევრები და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

  • No Comments
  • ივლისი 23, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *