18 C ბათუმი
Tuesday 1st July 2025
თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში სპექტაკლის ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა
By

თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში სპექტაკლის ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა

სპექტაკლით „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შემოქმედებითი დასი თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში წარსდგა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპექტაკლს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე ესწრებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების საერთაშორისო არენაზე წარმოჩენა და პოპულარიზაცია. აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პირველად, ბათუმის დრამატული თეატრი თესალონიკის „კოლოსეონის“ თეატრში იმყოფება. ელისო ბოლქვაძის თქმით, გაგრძელდება მუშაობა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კავშირების გასაძლიერებლად.
სპექტაკლი, რომელიც ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით და ალექსანდრე ქანთარიას რეჟისორობით დაიდგა, შემოქმედებითმა დასმა ქართულ სცენაზე არაერთხელ წარადგინა.

  • No Comments
  • ივნისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *