„თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი“
By

„თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი“

„გახარია – საქართველოსთვის“ წევრის ტატა ხვედელიანის განცხადებით, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც მერობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი განსახილველი საკითხია, განსახილველი კანდიდატურები. შესაბამისად, კონკრეტულ კანდიდატურას ჩვენ ვერ დაგიდასტურებთ, თუმცა გეტყვით, რომ აქტიურ ფაზაში ვართ შესული, ვიხილავთ სხვადასხვა კანდიდატურას. 4 სექტემბრამდე გვაქვს ვადა, რათა წარვადგინოთ მისაღები კანდიდატურები. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები იქნებიან ძალიან ღირსეულები, იქნებიან კონსენსუსის გზით შერჩეულები იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვსურს, ჩვენი გადაწყვეტილება მისაღები იყოს იმ პარტიების ამომრჩევლებისთვისაც, ვინც ირჩევს ბოიკოტის გზას. ჯერ კონკრეტულ კანდიდატურაზე ვერ დაგეთანხმებით და ვერ გესაუბრებით. გადაწყვეტილებაზე არ იმოქმედებს არც ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები, არც სუს-ის ან პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ქარდები“, – განაცხადა  ჟურნალისტებთან საუბარში ტატა ხვედელიანმა.

რაც შეეხება, იყო თუ არა განხილული ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა, ამ შეკითხვაზე ხვედელიანი ხაზგასმით არ საუბრობს.

„როგორც კოლეგას, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ კომენტარს. ბევრი ადამიანი და კანდიდატურა განიხილება ჩვენსა და „ლელოს“ შორის. სამუშაო პროცესია და კონკრეტულ კანდიდატურაზე არც დაგეთანხმებით და არც უარვყოფ. თვითმმართველობის არჩევნებით წყდება ქვეყნის ბედი, უმნიშვნელოვანესი არჩევნებია, სადაც ჩვენ და „ლელო“ შევდივართ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ბრძოლაში“, –

აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.

  • No Comments
  • ივლისი 30, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *