თინათინ მიქელაძეს 101 წელი მიულოცეს
By

თინათინ მიქელაძეს 101 წელი მიულოცეს

აჭარაში 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

„საუკუნოვანი ცხოვრების გზა განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უფროსს თაობაზე ზრუნვა და ღირსეული სოციალური პირობების შექმნა,“ – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ამჟამად რეგიონში 100 წლის და მეტი ასაკის 29 მოქალაქე ცხოვრობს, მათ შორის, ყველაზე უხუცესი 111 წლის ქალბატონია. დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალამბარში მცხოვრებ თინათინ მიქელაძეს 101 წელი შეუსრულდა. სულხან თამაზაშვილმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად თინათინ მიქელაძეს იუბილე მიულოცა.

  • No Comments
  • თებერვალი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *