თინათინ ნიბლოშვილი: სამწუხაროდ, ამაყობენ პოლიციელს ცეცხლს რომ უკიდებენ ან ინფრასტრუქტურას აზიანებენ…
By

თინათინ ნიბლოშვილი: სამწუხაროდ, ამაყობენ პოლიციელს ცეცხლს რომ უკიდებენ ან ინფრასტრუქტურას აზიანებენ…

ვნახეთ ყველაზე ოდიოზური ფიგურა – მურთაზ ზოდელავა, სააკაშვილის პროკურორი, რომელიც ლიდერად გამოიყვანეს და ააფარეს ახალგაზრდები. როგორც არ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, ყველანი ვხვდებით, რომ მართულია იმ ძალის მიერ, რომელსაც ქვეყნის დაღუპვა სურს, – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილმა.

მისი თქმით, „ხელისუფლების დამხობის მცდელობა თავიდან ბოლომდე „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დანაყოფების მიერ იყო ორგანიზებული, რომლებმაც შემდეგ ახალგაზრდები ფარად დაიყენეს, ანუ ის, რაც 4 ოქტომბერს ოპოზიციამ დააანონსა, არ იყო ამომრჩევლის დაკვეთა.

„წლიდან წლამდე ძალიან ბევრ რესურსს ვდებთ, რომ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს… ეს ადამიანები კი ერთი ხელის მოსმით ცეცხლს უკიდებენ. სამწუხაროდ, ამაყობენ პოლიციელს რომ ცეცხლს უკიდებენ ან ინფრასტრუქტურას აზიანებენ… გვახსოვს, შარშან თბილისში ახალდარგული ხეები ამოთხარეს რუსთაველის გამზირიდან და ბორდიურებიდან ქვები ამოყარეს, რომ ესროლათ სამართალდამცველებისთვის. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც შეიძლება მოსწონდეს ეს რეალობა და სურათი“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 6, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *