თინა ბოკუჩავა – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რუსეთის დაკვეთითაა შექმნილი
By

თინა ბოკუჩავა – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია რუსეთის დაკვეთითაა შექმნილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს  არის რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია და ამ კომისიაში მონაწილე ყველა პირი აღმოჩნდება  საბრალდებო სკამზე.
„ეს არის საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისია. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს, რომ შექმნა თანამედროვე, წარმატებული ქართული სახელმწიფო და ეს სახელმწიფო არ დაუთმო მტერს 2008 წელს. დიახ, ეს არის პუტინის დაკვეთით, რუსეთის დაკვეთით შექმნილი რუსული კომისია რუსული ამოცანების და რუსული მიზნების შესასრულებლად, ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი და არამხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი – თეა წულუკიანი, თითოეული წევრი დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დიახ, ღალატის კომისიის თითოეული წევრი აღმოჩნდება საბრალდებო სკამზე და ეს მოხდება ძალიან მალე ქართველი ხალხის მიერ მოტანილი ცვლილებების შედეგად, რომელსაც მოვიტანთ, დიახ, მშვიდობიანი რევოლუციით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

  • No Comments
  • აგვისტო 4, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *