19 C ბათუმი
Wednesday 2nd July 2025
თორნიკე რიჟვაძე: ინტენსიური ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა
By

თორნიკე რიჟვაძე: ინტენსიური ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

ნინო ცხვარაძე 595 96 63 65

ბათუმის „საზღვაო ჰოსპიტალში“ დღეს „სინოფარმით“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აიცრა და მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

-ჩავიტარე ვაქცინაცია, თავს ვგრძნობ კარგად. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო – ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია ამ მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ ინტენსიური ვაქცინაციით უნდა შევძლოთ როგორც სიცოცხლის გადარჩენა, ასევე, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, – განაცხადა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო, შესაბამისი ანალიზისა და ეპიდდინამიკის გათვალისწინებით, პერიოდულად აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას.

-თვის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება ყველა ის მონაცემი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიმსჯელოთ როგორც კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ასევე, ტურისტულ სეზონზე, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, 13 მაისის მონაცემებით, აჭარაში გამოჯანმრთელდა 122 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 39 391-ია. კოვიდ-19 დაუდასტურდა 79 ადამიანს, ხოლო 36-მა კლინიკა დატოვა. კრიტიკულ მდგომარეობაშია (მართვით სუნთქვაზე) 4 პაციენტი. კლინიკაში მკურნალობის კურსს 424 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში – 298, ონლაინკლინიკაში კი 665. დაფიქსირდა ერთი გარდაცვალების შემთხვევაც.

  • No Comments
  • მაისი 13, 2021

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *