
თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, დილის მონაცემებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის კვლავ მართქვით სუნთქვაზე იმყოფება.
„მდგომარეობა სტაბილურია, არ გაუარესებულა. ახლა შემოვლაა, მერე კვლევები იქნება, რის შემდეგაც ლევან რატიანი გააკეთებს კომენტარს. დიახ, სტაბილურად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით, ალექსი ახვლედიანია დაკავებული.