თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნეს
By

თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ცნეს

საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის მამუკა მდინარაძის ადგილმონაცვლის, თორნიკე ფაღავას უფლებამოსილება ცნო. სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი.

თორნიკე ფაღავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი – არცერთი.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა მამუკა მდინარაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დღეს დაამტკიცა.

  • No Comments
  • სექტემბერი 3, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *