By

თურქეთის სტიპენდიებზე რეგისტრაცია გრძელდება

ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო უმაღლესი განათლების სტიპენდიური ბრენდი – თურქეთის სტიპენდიები (Türkiye Bursları) – ყოველწლიურად უფრო და უფრო ამყარებს თავის პოზიციას საერთაშორისო სტუდენტური მობილობის სფეროში. 2025 წელს 171 ქვეყნიდან მიღებულმა 125.668 განაცხადმა ნათლად წარმოაჩინა თურქეთის ადგილი საერთაშორისო სტუდენტური მობილობის კონტექსტში. საერთაშორისო დონეზე აღიარებული განათლების, ცოდნისა და გამოცდილების სიმდიდრესთან ერთად, თურქეთის სტიპენდიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიით სწავლას ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. თურქეთის სტიპენდიები გამოირჩევა როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი სტიპენდიური პროგრამა, რადგან იგი მოიცავს: უნივერსიტეტსა და სასწავლო პროგრამაზე მოწყობას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის საფასურის დაფარვას, ჯანმრთელობის დაზღვევას, საერთო საცხოვრებელსა და საცხოვრებელ პირობებს, უფასო პროფესიულ და აკადემიურ პროგრამებს, ასევე წასვლა-დაბრუნების ავიაბილეთებს. განაცხადების მიღების ვადები: 2026 წLIS 10 იანვარი – 20 თებერვალი.  2026 წლის თურქეთის სტიპენდიების განაცხადები მიიღება ერთდროულად და  MAtIშეტანა შესაძლებელი იქნება 10 იანვრიდან 20 თებერვლამდე ყველა ქვეყნის სტუდენტისთვის.
რა ხდის თურქეთის სტიპენდიებს უნიკალურს?  თურქეთის სტიპენდიები გამოირჩევა იმით, რომ ერთიან პაკეტში სთავაზობს სტუდენტებს უნივერსიტეტსა და პროგრამაზე მოწყობას, ყოველთვიურ სტიპენდიას, სწავლის საფასურის დაფარვას, ჯანმრთელობის დაზღვევას, საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ პირობებს, უფასო პროფესიულ და აკადემიურ პროგრამებს, ასევე წასვლა-დაბრუნების ავიაბილეთებს, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ სტიპენდიურ პროგრამად აქცევს.  პროგრამები და სასწავლო დონეები:   განაცხადების შეტანა შესაძლებელია პროფესიული განათლების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეზე სწავლის მსურველთათვის.  კვლევითი სტიპენდიები, წარმატების სტიპენდიები, საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების (KATİP) მსგავსი სხვა პროგრამები სხვადასხვა პერიოდში იღებს განაცხადებს. აღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებული დეტალები ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ მედია არხებზე.  თურქეთის სტიპენდიებზე განაცხადის შესატანად ეწვიეთ ვებგვერდს: turkiyeburslari.gov.tr

  • No Comments
  • თებერვალი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *