თურქეთში ბოლო 2 დღეში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა
By

თურქეთში ბოლო 2 დღეში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა

თურქული მედიის ინფორმაციით, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარი ძლიერი, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, ბიძგები არ წყდება. ბოლო 2 დღის განმავლობაში 879 მიწისძვრა დაფიქსირდა.  თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, 10-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, სინდირგის რეგიონში 879 მიწისძვრა მოხდა. აქედან 744 მიწისძვრის სიმძლავრე 3.0 მაგნიტუდა იყო, 120-ის – 3.9-ზე ნაკლები, ხოლო 17 მიწისძვრის სიმძლავრე 4.0-დან 4.9 მაგნიტუდამდე მერყეობდა. შეგახსენებთ, რომ ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რეგიონში, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იყო. ერთი ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. მიწისძვრის გამო, 16 შენობა ჩამოინგრა.

 

  • No Comments
  • აგვისტო 13, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *