By
თურქეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სამი შენობა ჩამოინგრა ბალიქესირის პროვინციის ქალაქ სინდირგიში, რომელიც სტიქიის ეპიცენტრი იყო.
„ამ დროისთვის გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ.
ბიძგები იგრძნობოდა სტამბოლში, ბურსასა და იზმირში.