თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მეუფე ეფრემ!
By

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მეუფე ეფრემ!

იმ კუთხის შვილებს, სადაც ქრისტესშობიდან 37 წელს ღვთის განგებითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნებით ქრისტეს მოციქულები შემობრძანდნენ, იქადაგეს სახარება და ააშენეს ტაძარი, წილად გვერგო პატივი, მოგილოცოთ დაბადებიდან 50 წლისთავის იუბილე.

გაისად 20 წელი სრულდება, რაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსად (ახლა მთავარეპისკოპოსი) გამოგარჩიათ. ასეთი აღიარება ოსმალოთა 300-წლიანი ბატონობისა და სხვა კატაკლიზმების შემდეგ, აჭარის მთიანეთიდან პირველს გერგოთ.

ჩვენთვის და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ნათელია ის ჭეშმარიტი გზა, რომელსაც თქვენ ადგიხართ. გამოვთქვამთ იმედს, რომ კვლავ გააგრძელებთ ძირძველ ქართულ მიწაზე და ქართულ ნასოფლარებზე ეკლესიების მშენებლობას, რომლის მკაფიო მაგალითია სტიქიისგან დაზარალებული აჭარის მკვიდრების მიერ გაცოცხლებული სოფელი დისველი.

გილოცავთ სიცოცხლის კალენდარზე დამდგარ „შუადღეს“, გისურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს მართლმადიდებლობის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის.

ღრმა პატივისცემით:

ლევან (ასლან) მჟავანაძე, ფრიდონ ფუტკარაძე, იაგო დავითაძე, ედნარ კეჟერაძე, მამუკა აბუსელიძე, მანუჩარ ქარცივაძე, დეკანოზები მამა გიორგი (ფუტკარაძე), მამა მათატა (ზოიძე), ოთარ ცინარიძე

 

???????????????????????
  • No Comments
  • ოქტომბერი 24, 2025

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *