ინკლუზიური სივრცე სპეციალური საგანამანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების გაძლიერებისთვის
აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, დაბა ქედის საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი ფუნქციონირებს. იგი ხელს უწყობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განვითარებასა და სოციალიზაციას. აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძესთან და მოადგილე თათია გორგილაძესთან ერთად, ცენტრს ესტუმრა, შეხვდა ბენეფიციარებს, მათ მშობლებს, დაათვალიერა ბავშვების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები. ცენტრის მიზანს მოსწავლეთა პრაქტიკული, აკადემიური და კოგნიტური უნარების განვითარება წარმოადგენს. აქ შექმნილია ადაპტირებული გარემო, მოსასვენებელი სივრცეები და საგანმანათლებლო სექციები. მოსწავლეები ჩართული არიან სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და თექის სექციებში, სადაც ეცნობიან სხვადასხვა ტექნიკას და ქმნიან ხელნაკეთ ნამუშევრებს. ინკლუზიური განათლების ცენტრში შესაბამისი მომსახურების მიღება შეუძლია მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სასკოლო ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.
გალერეა


