
By
ინტელექტუალური თამაში – სკოლაში
შუახევის მუნიციპალიტეტის შუბნის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საჯარო სკოლაში დაწყებითი საფეხურების მასწავლებლის ზვიად სურმანიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მისი მთავარი მიზანი მოსწავლე ახალგაზრდობის ზოგადი ცოდნის დონის ამაღლება, წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. თამაშში მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებიც იყვნენ ჩართულნი.
პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული გუნდები სკოლის დირექტორმა ტარიელ ფუტკარაძემ ფასიანი საჩუქრებით, დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვა
თამაზ მგზავრიძე