ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ერთი პირი დააკავეს
By

ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.გ. დააკავეს, რომელიც თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა წითელი ცირკულარით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

დაკავებულმა ა.გ-მ 2021, წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, რაზეც იგი გასამართლებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

  • No Comments
  • იანვარი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *